Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურში თანამდებობათა აღწერების შემუშავების მიზნით სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა

icon 11 სექ 2014

საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 8-10 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია "სმარტ-კონსალტინგის" მიერ ჩატარდა ტრენინგი "საჯარო თანამდებობათა აღწერების შემუშავების შესაძლებლობების განვითარება და მდგრადობა".

ტრენინგი გულისხმობდა საჯარო სამსახურში არსებული თანამდებობების აღწერების ერთიანი სტანდარტით ჩამოყალიბების მიზნით, სამუშაოს ანალიზისა და თანამდებობათა აღწერების შემუშავების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.

ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს სამინისტროებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები.

ტრენინგი ჩატარდა ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის დახმარებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) G3 პროგრამის "დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით.

გამოგადგათ ინფორმაცია