Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასების ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია

icon 04 ოქტ 2023

20 სექტემბერს, საჯარო სამსახურის ბიუროს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასების ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ზვიად ბარქაიამ, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ მაია დვალიშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ.

ღონისძიებაზე ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტებმა მიმოიხილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასების ძირითადი მიგნებები და ის ალტერნატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ასევე, მონაწილეთა აქტიური ჩართულობით გაიმართა დისკუსია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და შესაბამის პოლიტიკის დოკუმენტებში გენდერული მეინსტრიმინგის გასაძლიერებლად გადასადგმელი ნაბიჯების ირგვლივ.

ღონისძიებას ცენტრალური საჯარო დაწესებულებებისა და პარტნიორი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. 

გენდერული ზეგავლენის შეფასების მოკლე შეჯამება ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/46l3e6Y

გამოგადგათ ინფორმაცია