Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლების ვიზიტი იორდანიაში

icon 10 მაი 2016

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ და მისმა მოადგილემ, მაია დვალიშვილმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში "საჯარო მმართველობის პრინციპები - ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნების ჩარჩო", რომელიც 2016 წლის 10 მაისს იორდანიაში გაიმართა.

ღონისძიება ევროკომისიის, SIGMA-სა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს დაგეგმვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა.

კონფერენციის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნების წარმომადგენლებისათვის საჯარო მმართველობის პრინციპების ჩარჩოს გაცნობა, რომელიც OECD/SIGMA-სა და ევროკომისიის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა.

საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან წარმოდგენილ იქნა საქართველოში საჯარო ადმინისტრირების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ძირითადი აქტივობები და ამ დრომდე მიღწეული პროგრესი.

გამოგადგათ ინფორმაცია