Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლების ვიზიტი ასტანაში

icon 02 ივნ 2014

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ მონაწილეობა მიიღო ასტანის VII ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც, ამა წლის 21-23 მაისს გაიმართა. ასტანის ეკონომიკური ფორუმი ტარდება ყოველ წელს და მას მსოფლიოს 150 ქვეყნიდან 10 000-მდე დელეგატი ესწრება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები სამთავრობო, ბიზნეს და კერძო სექტორებიდან.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია "ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სამსახურში: აქტუალური საკითხები და პერსპექტივები", სადაც განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საჯარო მოხელეთა ტრენინგები და კვალიფიკაციის ამაღლება, შეფასებისა და მოტივაციის სისტემები საჯარო სამსახურში, საჯარო მოხელეთა კომპეტენციებისა და ანაზღაურების საკითხები.

ქართული დელეგაცია ფორუმზე გამოვიდა მოხსენებით და კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საჯარო სამსახურის მიღწევები საქართველოში, ასევე ისაუბრა საჯარო სამსახურის რეფორმის სამომავლო მიმართულებებზე.

კონფერენციის დასასრულს, ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ გამართა შეხვედრები ყაზახეთის რესპუბლიკის საჯარო სამსახურის საქმეთა სააგენტოს უფროსთან, ალიხან ბაიმენოვთან და ასტანის საჯარო სამსახურის ჰაბის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. შეხვედრების ფარგლებში, დაიგეგმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები წარმოდგენილ ქვეყნებს შორის საჯარო სამსახურის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

გამოგადგათ ინფორმაცია