Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

icon 02 ოქტ 2014

2014 წლის 19-27 სექტემბერს, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკატერინე ქარდავა და საჯარო უწყებების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვისკონსინში, ქ. ლა კროსში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში "ღია სამყარო". პროგრამა 1999 წელს კონგრესის ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ ათასობით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს უმასპინძლა იდეებისა თუ რეკომენდაციების გაზიარების მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგატები შეხვდნენ სხვადასხვა თანამდებობის პირებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ვისკონსინ-ლა კროსის უნივერსიტეტში ადგილობრივმა პროფესორებმა წაიკითხეს რამდენიმე ლექცია საჯარო სამართლებრივი ურთიერთობების, საჯარო პოლიტიკისა და საჯარო სამსახურთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე. ამის შემდეგ, ქართულმა მხარემ გააკეთა პრეზენტაცია საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ და ამერიკელ კოლეგებს ამჟამინდელ მდგომარეობასთან ერთად მომავლის გამოწვევებიც გააცნო.

მომდევნო დღეებში გაიმართა შეხვედრები ვისკონსინის შტატის დედაქალაქ მედისონსა და ქალაქ სპარტაში საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. აღნიშნული ღონისძიებები ეხებოდა საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის რიგ სტრატეგიულ საკითხებს.

გამოგადგათ ინფორმაცია