Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ვიზიტი აზერბაიჯანში

icon 25 სექ 2014

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში "საჯარო სამსახურის ეფექტურობის ამაღლება საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარების გზით", რომელიც 2014 წლის 11-12 სექტემბერს ქ. ბაქოში გაიმართა.

კონფერენცია ჩატარდა პროექტის ფარგლებში, რომელიც საჯარო სამსახურში სწავლების შესაძლებლობების მხარდაჭერას ითვალისწინებს და ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ქართული მხარე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოს საჯარო სამსახურში, საჯარო მოხელეთა სწავლების კუთხით, დანერგილი პრაქტიკისა და სახელმწიფო სასწავლო ცენტრების შესახებ. ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, გააცნო საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები.

კონფერენციის მსვლელობისას მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საჯარო სამსახურის სფეროში დაგროვილი გამოცდილება.

გამოგადგათ ინფორმაცია