Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის ბიურომ სახელმწიფო უწყებების იურიდიული დეპარტამენტების წარმომადგენლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 5 თავი გააცნო

icon 07 აპრ 2015

2015 წლის 7 აპრილს, საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო უწყებების იურიდიული დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.

ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის 5 თავის გაცნობა და მასთან დაკავშირებით გამოთქმული შეხედულებებისა თუ შენიშვნების განხილვა.

ზემოხსენებულ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია