Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესოდ უზრუნველყოფისთვის დაჯილდოვდა

icon 13 აგვ 2013

პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“ ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიურო 2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესოდ უზრუნველყოფისთვის დაჯილდოვდა. აღნიშნული ჯილდო საჯარო სამსახურის ბიურომ უკვე მეორედ მიიღო. პროექტის ინიციატორი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო იყო. ღონისძიებაზე განიხილეს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები. ასევე დაასახელეს და სერტიფიკატები გადასცეს პროექტის ფარგლებში გამოვლენილ ყველაზე გამჭვირვალე და დახურულ საჯარო დაწესებულებებს.

საჯარო სამსახურის ბიურო 2010 წლიდან აქტიურად ახორციელებს ელექტრონული საჯარო სერვისების უზრუნველყოფას, მათ შორის არის თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონული სისტემა – www.declaration.gov.ge, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად გაეცნოს თანამდებობის პირის ქონებრივ მდგომარეობას. ასევე, საჯარო სამსახურში დასაქმების ელექტრონული პორტალი www.hr.gov.ge, რაც სრულიად ღიას და საჯაროს ხდის საჯარო სექტორში დასაქმების პროცესს.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურო მუდმივად ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საჯარო სამსახურის ბიურო მომავალშიც აპირებს განაგრძოს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) აქტიური თანამშრომლობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებ–გვერდი.

გამოგადგათ ინფორმაცია