Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო მოხელეთა ფორუმის მეშვიდე შეხვედრა თემაზე – „მოტივაცია“

icon 15 ივნ 2020

საჯარო სამსახურის ბიურომ, 15 ივნისს,  საჯარო მოხელეთა რიგით მეშვიდე ფორუმს დისტანციურ რეჟიმში უმასპინძლა. ფორუმის თემას წარმოადგენდა მოტივაცია“ და მას ფსიქოლოგი და ქოუჩი, ბაირონ ქეითის "სამუშაოს" წარმომადგენელი საქართველოში, თინათინ ბასილაია უძღვებოდა. მსგავსად წინა 4 ფორუმისა, აღნიშნული შეხვედრაც ავტორიზებული პლატფორმის მეშვეობით და მონაწილეთა პერსონალური მონაცემების დაცვით წარიმართა.

ტრადიციულად, მსმენელებს მისასალმებელი სიტყვით საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ მიმართა, რომელმაც მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს ფორუმის მხარდაჭერისთვის და მოკლედ მიმოიხილა პროექტის მნიშვნელობა.

თინათინ ბასილაიამ მსმენელებთან ისაუბრა მოტივაციაზე და მის მნიშვნელობაზე, მოტივაციით გამოწვეულ რესურსულობასა და შესაძლებლობებზე, ასევე,მოტივაციის წყაროებზე და მოტივაციაზე, როგორც ადამიანის მთავარ მამოძრავებელ ძალაზე.

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეესრულებინათ მოტივაციის ამაღლებისთვის საჭირო სავარჯიშოები და გაეგოთ ის ფსიქოთერაპიული მეთოდები, რომელიც ეხმარება ადამიანს შინაგანი ენერგიის მოძიებაში.

საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია

მსგავსი გვერდები