Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

საჯარო მოხელეთა ფორუმის მეექვსე შეხვედრა თემაზე – „ორგანიზაციური კულტურა“

icon 26 მაი 2020

25 მაისს გაიმართა საჯარო მოხელეთა მორიგი ფორუმი თემაზე -  „ორგანიზაციული კულტურა“, რომელსაც კომუნიკაციის ექსპერტი ნათია გოცაძე უძღვებოდა.

ტრადიციულად, მონაწილეებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ მიმართა და აღნიშნა, რომ ფორუმი მოხელეების მნიშვნელოვან საკომუნიკაციო პლატფორმას წარმოადენს.  ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ, ახალი კორონავირუსის პირობებში, მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოება დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული და ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ნათია გოცაძემ ისაუბრა ორგანიზაციული  კულტურის სხვადასხვა მოდელზე და მათი განვითარების გზებზე. ასევე, განიხილა სხვადასხვა ორგანიზაციული კულტურის პირობებში თანამშრომელთა როლი და მათი თვითრეალიზაციის პერსპექტივები.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია