ადამიანური რესურსების მართვა
საჯარო მოხელეთა ტრეინინგი ლიდერულ უნარებში
სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები ლიდერული უნარების ტრეინინგს დაესწრნენ, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.
ტრეინინგის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში შედიოდა შემდეგი საკითხები: ლიდერობის არსი (ძირითადი განმარტებები), უმთავრესი თეორიები (ლიდერობა და მენეჯმენტი), მენეჯერული ფუნქციები და როლი ძალაუფლებისა და ზეგავლენის საკითხებში, უფლებების დელეგირება და სხვა.
ტრეინინგ კურსს უძღვებოდნენ USAID-ის საერთაშორისო ექსპერტი, ქალბატონი მაირა შიპლეტი და CTC-ის ტრენერი, ქალბატონი თამარ ცირეკიძე-ვორისეკი.
ტრენინგმა წარმატებით ჩაიარა. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიურო მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში კვლავ განაგრძობს საჯარო მოხელეთა გადამზადებას.
გამოგადგათ ინფორმაცია