"საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" პროექტისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების მიმდინარე ტენდენციები“.
"საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" პროექტისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების მიმდინარე ტენდენციები“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საჯარო უწყებების HR პრაქტიკოსებმა, აკადემიური წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო ექსპერტების პრეზენტაციები და ორი პანელური დისკუსია.
ღონისძიებაზე მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, დანიელ გერსონმა, OECD-ის საჯარო დასაქმებისა და მართვის გუნდის ხელმძღვანელმა,წარმოადგინა პროფესიული განვითარების ტენდენციები OECD-ის ქვეყნებში. ისმაელ პენია-ლოპესმა, კატალონიის საჯარო მმართველობის სკოლის დირექტორმა (ესპანეთი), მოგვაწოდა უფრო დეტალური ინფორმაცია ელექტრონულ და უწვეტ სწავლასთან დაკავშირებული კარგი პრაქტიკის შესახებ.
კონფერენციაზე საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ჩიხრაძემ, გუნდთან ერთად, წარმოადგინა ხედვა საქართველოში საჯარო სამსახურის განვითარების შესახებ, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საჯარო სამსახურის, როგორც დამსაქმებლის მიმზიდველობის გაზრდაზე.
პირველი პანელური დისკუსიის ფარგლებში საქართველოში საჯარო მოსამსახურეთა სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ირინა დახუნდარიძემ, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, ტარიელ ჭულუხაძემ, და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნანი მაჭარაშვილმა, განიხილეს თუ როგორ შეუძლიათ ტრენინგ ცენტრებს უკეთ უპასუხონ საჯარო მოხელეთა საჭიროებებს.
მეორე პანელური დისკუსიის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა ისაუბრეს საჯარო დაწესებულებებში სასწავლო კულტურისა და გარემოს შექმნის საკითხებზე. დისკუსიაში მონაწილებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები, დანიელ გერსონი და ისმაელ პენია-ლოპესი, ასევე,ბლანკა ლაზარო, SIGMA/OECD პროგრამის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი და მარკ ვან დენ მუიზენბერგი, ევროკავშირის პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ექსპერტი პოლიტიკის დაგეგმვის საკითხებში, ნიდერლანდების საჯარო მმართველობის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი.