საჯარო და კერძო სექტორის პირველი ერთობლივი HR ფორუმი
საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანაორგანიზებით, საქართველოში პირველად გაიმართა საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი HR ფორუმი.
ფორუმი ადამიანური რესურსების მართვის ციკლის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტს - შესრულებული სამუშაოს შეფასებას მიეძღვნა. ღონისძიებას 100-მდე პირი ესწრებოდა, მათ შორის რეგიონებიდან მოწვეული ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები.
ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში გაიმართა, სადაც ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტებმა განიხილეს შეფასების სისტემის გარშემო არსებული ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა შეფასების მეთოდები, შეფასებასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევები, შეფასების შედეგების მართვა და სხვა აქტუალური საკითხები. სესიის შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ფორუმის ფარგლებში მიმოხილულ იქნა ის გამოცდილება, რომელიც დაგროვდა შეფასების თემებზე მუშაობისას და გამოიკვეთა საჯარო და კერძო სექტორებში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით არსებული საინტერესო პრაქტიკები.
ღონისძიება საჯარო სამსახურის რეფორმის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროეტქის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) მხარდაჭერით განხორციელდა.