საჯარო სამსახურის რეფორმა
საჯარო განხილვა საჯარო დაწესებულების იურიდიული დეპარტამენტებისა და სამსახურების წარმომადგენელთათვის
საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით, 26 ივლისს, ქალაქ თბილისში, გაიმართა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტების საჯარო განხილვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროების, საჯარო სამსახურის იურიდიული პირების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის, პარლამენტის, საერთო სასამართლოების და პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტებისა და სამსახურების წარმომადგენლები.
გამოგადგათ ინფორმაცია