“სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებული თანამედროვე პროფესიული განვითარების მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 11 მუნიციპალიტეტში” პროექტის გახსნა
2022 წლის 27 მაისს გაიმართა სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებული თანამედროვე პროფესიული განვითარების მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 11 მუნიციპალიტეტში” პროექტის გახსნის ღონისძიება.
პროექტის მიზანია, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტების ცნობიერების ამაღლება შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებული თანამედროვე პროფესიული განვითარების მიდგომებთან დაკავშირებით.
ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეებს მიმართეს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ მრჩეველმა, რუსუდან აბულაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.
პროექტის ფარგლებში, აჭარის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების ორგანოების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს საქართველოს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, მეთოდურ დახმარებას გაუწევენ ასევე, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირებიც. გარდა ამისა, დაგეგმილია სამიზნე მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების ტრენინგი პროფესიული განვითარების საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული რეგიონების მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები და ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები, ასევე, მენტორები, თანამენტორები და ექსპერტი.
პროექტი ხორციელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში.