სამუშაოს ანალიზისა და სამუშაოს აღწერილობის ტრენინგი
საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით 23-24 მაისს ჩატარდა სამუშაოს ანალიზისა და სამუშაოს აღწერილობების ტრენინგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების წარმომადგენლებისათვის.
საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა სამუშაოს აღწერილობების სტანდარტული ფორმა, რომელიც დაინერგა ცენტრალურ საჯარო უწყებებში 2015 წელს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირებსა და ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებში სამუშაოს აღწერილობების შემუშავება განხორციელდება 2016 წლის განმავლობაში.
ტრენინგის მიზანია, ადამიანური რესურსების მართვის სფეროს წარმომადგენლებმა მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა სამუშაოს აღწერის არსის, დანიშნულებისა და დოკუმენტის შექმნის ტექნიკის შესახებ.
პროექტის განხორციელების შედეგად, აფხაზეთის ა/რ უწყებებში არსებული თითოეული პოზიციისათვის შეიქმნება სამუშაოს აღწერილობები საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად და აისახება ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.