Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

სამუშაოს ანალიზისა და სამუშაოს აღწერილობების ტრენინგი

icon 18 აპრ 2016

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და GIZ-ის პროგრამის "ადგილობრივი თვითმმართველობა სამხრეთ კავკასიაში" ორგანიზებით დაიწყო სამუშაოს ანალიზისა და სამუშაოს აღწერილობების ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის.

საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა სამუშაოს აღწერილობების სტანდარტული ფორმა, რომელიც დაინერგა ცენტრალურ საჯარო უწყებებში 2015 წელს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირებსა და ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებში სამუშაოს აღწერილობების შემუშავება განხორციელდება 2016 წლის განმავლობაში.

ტრენინგის მიზანია, ადამიანური რესურსების მართვის სფეროს წარმომადგენლებმა მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა სამუშაოს აღწერის არსის, დანიშნულებისა და დოკუმენტის შექმნის ტექნიკის შესახებ.

პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებული თითოეული პოზიციისათვის შეიქმნება სამუშაოს აღწერილობები საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად და აისახება ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

გამოგადგათ ინფორმაცია