ადამიანური რესურსების მართვა
სამუშაო შეხვედრა საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელებთან
28 ივლისს, საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით, საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ ისაუბრა საჯარო დაწესებულებების ფუნქციური ანალიზის მნიშვნელობაზე და მონაწილეებს გააცნო ბიუროს მიერ შემუშავებული კითხვარი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამუშაო აღწერილობებთან და შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემასთან დაკავშირებული საკითხები.
გამოგადგათ ინფორმაცია