საგანგებო მდგომარეობის შედეგად საჯარო სამსახურში შექმნილ გამოწვევებზე რეაგირება - ლიეტუვას გამოცდილება
11 ივნისს დისტანციურად გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „საგანგებო მდგომარეობის შედეგად საჯარო სამსახურში შექმნილ გამოწვევებზე რეაგირება - ლიეტუვას გამოცდილება“.
პრეზენტაციის ფარგლებში ლიეტუველმა ექსპერტმა ისაუბრა პანდემიის პირობებში ადამიანური რესურსების პოლიტიკის, საკონკურსო პროცესების მართვის, სტრატეგიული მიდგომების და პანდემიის შემდგომ ადაპტაციის საკითხებზე.
პრეზენტაცია გახსნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, ხოლო მომხსენებელი იყო ლიეტუვას შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამსახურის და სამართლებრივი მომსახურების პოლიტიკის გუნდის მრჩეველი, ინგა პრიალგაუსკინე.
პრეზენტაცია გაიმართა საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებს შორის დაძმობილების პროექტის ფარგლებში, რომელიც 2018 წელს დაიწყო და ევროკავშირის მიერ ფინანსდება.
პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.