Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

რა ვიცით საჯარო მოხელის შეფასების სისტემის შესახებ

icon 16 ივლ 2019

შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის ერთიანი მიდგომა საჯარო დაწესებულებებში 2018 წლის პირველი იანვრიდან დაინერგა. შეფასების ციკლი 2018 წლის დეკემბერში დასრულდა.

2018 წელს განხორციელებული შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგად გამოვლინდა პოზიტიური ცვლილებები, გამოვლინდა გამოწვევები და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები შეფასების სრული პროცესის გასაუმჯობესებლად.

შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის დანერგვა ემსახურება ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას, რაც ღია მმართველობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ახალი საკანონმდებლო ჩარჩო ადგენს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიური შეფასების ვალდებულებას, რომლის შედეგების მიხედვითაც დგინდება წახალისებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებები

(მასალა მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia და დიდი ბრიტანეთის მთავრობის British Embassy Tbilisi ხელშეწყობით).

გამოგადგათ ინფორმაცია