Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

„მოხელეთა შეფასების სისტემის გაუმჯობესება მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების ორგანოებსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში” პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

2021 წლის 27 აგვისტოს გაიმართა „მოხელეთა შეფასების სისტემის გაუმჯობესება მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების ორგანოებსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში” პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება. პროექტი მიზნად ისახავდა მოხელეთა შეფასების არსებული სისტემების გაუმჯობესებასა და შეფასების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული პროცესების დახვეწას მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მასშტაბით.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შესაძლებლობების გაძლიერების ექსპერტმა ანა ქებაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თამაზ სუჯაშვილმა და ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად ჭუნაშვილმა.

განხორციელებული აქტივობების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გვანცა ბესელიამ.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები (მენტორები), მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების ორგანოებსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან აქტიურად მუშაობდნენ მოხელეთა შეფასების მეთოდოლოგიისა და შეფასების პროცესის დახვეწისა და განვითარების კუთხით. ამასთანავე, შესრულების მართვისა და შეფასების საკითხებზე გადამზადდა 201 პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი.

პროექტი განხორციელდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ და დანიის მთავრობის მხარდაჭერით.

გამოგადგათ ინფორმაცია