Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

„მოხელეთა შეფასების სისტემის გაუმჯობესება მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების ორგანოებსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში” პროექტის გახსნა

icon 29 აპრ 2021

2021 წლის 19 აპრილს გაიმართა „მოხელეთა შეფასების სისტემის გაუმჯობესება მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების ორგანოებსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში” პროექტის გახსნის ღონისძიება. პროექტის მიზანია, მოხელეთა შეფასების სისტემის განვითარება და ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მასშტაბით.

ღონისძიების გახსნით ნაწილში მინაწილეებს მიმართეს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მენეჯერმა, ნინო კაკუბავამ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

პროექტის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს მეთოდურ დახმარებას გაუწევენ საქართველოს ცენტრალური საჯარო დაწესებულებებისა და იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმავე პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი წარმატებული პირები. ასევე, დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების ტრენინგი შეფასებისა და შესრულებული სამუშაოს მართვის საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული რეგიონების მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები და ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები, ასევე მენტორები და ექსპერტები.

პროექტი ხორციელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ და დანიის მთავრობის მხარდაჭერით.

გამოგადგათ ინფორმაცია