Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

მომავლის პროფესია საჯარო სამსახურში

icon 17 დეკ 2019

საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო სამსახურში არსებული სამუშაო ძალის და მომავლის პროფესიების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ სამინისტროების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების წარმომადგენლები.

შეხვედრას უძღვებოდა ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი კილიან ვავოე, რომელმაც საჯარო სამსახურში მომავლის პროფესიების შესწავლის და არსებული სამუშაო ძალის მუდმივი განვითარების საჭიროება განიხილა. ექსპერტმა მონაწილეებს ასევე გააცნო საუკეთესო პრაქტიკა და ნიდერლანდების სამეფოსთვის მის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგები.

შეხვედრა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.

გამოგადგათ ინფორმაცია