Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

მენტორინგის გზით შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემების დახვეწის პროექტის შეჯამება

icon 30 ნოე 2023

 

2023 წლის 30 ნოემბერს, გაიმართა შეხვედრა, სადაც შეჯამდა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის მერიებსა და საკრებულოებში მენტორინგის გზით შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემების დახვეწის პროექტი, რომლის მიზანი იყო ადამიანური რესურსების მართვის სისტემისა და მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, თეიმურაზ ჩიხრაძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა. ასევე, შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა განხორციელებული აქტივობები, მიღწევები, შედეგები და გამოწვევები.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები (მენტორები), საქართველოს მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან აქტიურად მუშაობდნენ მოხელეთა შეფასების მეთოდოლოგიისა და შეფასების პროცესის დახვეწისა და განვითარების კუთხით. ამასთანავე, შესრულების მართვისა და შეფასების საკითხებზე გადამზადდა 1300-მდე პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა პრაქტიკული სახელმძღვანელოები, მეთოდოლოგიური დოკუმენტები და ინსტრუქციები.

2020-2023 წლებში, მენტორინგის პროექტები განხორციელდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, დანიის მთავრობისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის პროექტის  „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით.

გამოგადგათ ინფორმაცია