Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

კონკურსი კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

icon 25 დეკ 2017

გაცნობოთ, რომ გამოცხადდა კონკურსი კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

გორდელერის დემოკრატიული მართველობის კოლეჯი არის ერთწლიანი, ბოშის ფონდისა და DGAP-ის განათლების ერთობლივი, გერმანულენოვანი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა ლიდერები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. გორდელერის კოლეჯი მიმართულია ახალგაზრდა, დასაქმებულ ლიდერებზე, რომელთაც სურთ აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროცესების გაუმჯობესებაში.

პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებს საშუალებას აძლევს განავითარონ ხედვა, რომელიც ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას და საზოგადოების სარგებელზე მიმართული ქცევის განვითარებას. პროგრამის განმავლობაში, შერჩეული ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ სამ სემინარში და განახორციელებენ საკუთარ პროექტს თავიანთ სამშობლოში. პროფესორი გიუნტერ ფერჰოიგენი, წარსულში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი უკვე რამდენიმე წელია პროგრამის დირექტორია.

სემინარები ტარდება გერმანულ ენაზე.

გორდელერის კოლეჯის მონაწილეები:

  • გაიღრმავებენ ცოდნას დემოკრატიული მმართველობისა და ინოვაციების მენეჯმენტის საკითხებთან მიმართებაში;
  • აქვთ საშუალება გაიგონ მეტი გერმანული და სხვა ევროპული ორგანიზაციების შესახებ და ამყარებენ მნიშვნელოვან კონტაქტებს მაღალი რანგის ექსპერტებთან საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და მმართველობის საკითხებში გერმანიიდან და ევროკაშირის სხვა ქვეყნებიდან;
  • შეიძენენ ლიდერის კომპეტენციებსა და ცოდნას პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით;
  • გამოცდილი პროექტ-მენეჯერის დახმარებით განახორციელებენ საკუთარ პროექტს სამშობლოში;
  • ხდებიან ევროპის ახალგაზრდა ხელმძღვანელების საერთაშორისო ქსელის ნაწილი.

 

გორდელერის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში მონაწილეობის მიღება უფასოა. მგზავრობის, ვიზის, საცხოვრებლის, კვებისა და გასაუბრებაზე ან სემინარზე დასწრებასთან დაკავშირებული სხვა თანხები სრულად ანაზღაურდება რობერტ ბოშის ფონდის მიერ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 თებერვალი, 2018 წელი.

პროგრამის დასაწყისი: 13 სექტემბერი, 2018

თუ უკვე დაინტერესდით, მოხარულნი ვართ გაცნობებთ, რომ მომავალი წლის დასაწყისში გორდელერის კოლეჯის ალუმნის წევრები ორგანიზებას გაუწევენ საინფორმაციო ღონისძიებას თბილისში, სადაც საუბარი იქნება პროგრამის დეტალებზე და პასუხი გაეცემა თქვენს კითხვებს. თუ გსურთ, რომ ღონისძიების დაგეგმვისთანავე მიიღოთ მის შესახებ დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ გამოაგზავნოთ იმეილი მისამართზე goerdeler-kolleg-GE@dgap.org და სათაურის ველში მიუთითოთ: საინფორმაციო ღონისძიება. ამ შემთხვევაში ღონისძების თარიღისა და ადგილის შესახებ ინფორმაციას ავტომატურად მიიღებთ.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.goerdeler-kolleg.de

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ კლერ ლუცია ლაიფერტს გერმანიიდან: (+49 30 25423192, goerdeler-kolleg@dgap.org) ან სალომე ჯაფიაშვილს, საქართველოდან (goerdeler-kolleg-ge@dgap.org).

გამოგადგათ ინფორმაცია