Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე

icon 14 ივნ 2023

 

2023 წლის 12 და 13 ივნისს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე” - მხარდაჭერით, საჯარო სამსახურის ბიურომ, საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის საკითხებზე, გამართა შეხვედრები, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან. ასევე, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან.

შეხვედრის ძირითადი თემები ეხებოდა მართვისა და მენეჯმენტის, თანამშრომლის შერჩევის, შეფასებისა და პროფესიული განვითარების, ასევე, ეთიკისა და კეთილსინდისიერების საკითხებს.

შეხვედრების, რომელსაც უძღვებოდა  საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი გუნდთან ერთად, ძირითადი მიზანი იყო, ზემოაღნიშნულ საკითხებზე გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გამოვლენა და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კვლავ აგრძელებს მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის ღონისძიებების განხორციელებას.

გამოგადგათ ინფორმაცია