Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯი ეფექტური მმართველობისთვის იწვევს ახალგაზრდა პროფესიონალებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად

icon 17 თებ 2011

საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდოვას, თურქეთისა და უკრაინის საჯარო სექტორში მომუშავე ახალგაზრდა ხელმძღვანელთათვის

2011 წლის 11 სექტემბერი – 7 ოქტომბერი, ბერლინი და ვარშავა

სემინარი: საზოგადოების მენეჯმენტი და კომუნიკაცია, მართვა და პოლიტიკა

გორდელერის კოლეჯი ეფექტური მმართველობისთვის იწვევს 20 ახალგაზრდა პროფესიონალს კვალიფიკაციის ასამაღლებლად სემინარებში, დისკუსიებსა და პროექტებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. სემინარების პერიოდში დამყარებული კონტაქტების საშუალებით მონაწილეები, რაც ხელს შეუწყობს კარგ მმართველობას და ადმინისტრაციული რეფორმის განვითარებას.

გოერდელერის კოლეჯი ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე: მონაწილეები მომზადდებიან როგორც ადმინისტრაციული რეფორმებისა და მოდერნიზაციის სფეროში, ასევე კარგ მმართველობაში. ისინი ახლოს გაეცნობიან მართვის და კომუნიკაციის მაგალითებს გერმანიასა და ევროკავშირში. მათ ექნებათ შესაძლებლობა გაზარდონ თავიანთი პოლიტიკური ცხოვრების არეალი და დაამყარონ კონტაქტები. მონაწილეები შეიმუშავებენ საკუთარ პროექტებს მათ სამუშაო დაწესებულებასთან მიმართებაში. სემინარის ფარგლებში იქმნება პროექტები, რომლებიც შემდეგ ხორციელდება პრაქტიკაში. მონაწილეები აკეთებენ საკუთარი პროექტის შედეგის პრეზენტაციას 2012 წელს, ბერლინში გოერდელერის კოლეჯში.

ევროკომისიის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი გიუნტერ ვერჰოიგენი, დაესწრება პროგრამას, როგორც გოერდელერის კოლეჯის დირექტორი.

გოერდელერის კოლეჯის საქმიანობა ხორციელდება გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოსა(DGAP) და გერმანიაში ევროკომისიის წარმომადგენლობასთან ერთობლივი თანამშრომლობით.

სამუშაო ენა არის გერმანული. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეებს შეუძლიათ დაესწრონ გერმანული ენის კურსებს, რომელიც ჩატარდება 2011 წლის 29 აგვისტოდან 10 სექტემბერამდე გერმანიაში.

თქვენ შეგიძლიათ განცხადების შეტანა, თუ თქენ გაქვთ:

• საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდოვას, თურქეთის ან უკრაინის მოქალაქეობა და თუ თქვენ იმყოფებით ამ რეგიონში
• უმაღლესი განათლება საუკეთესო შეფასებით
• საჯარო სექტორში პირველი პროფესიული გამოცდილება და თქვენი თანამშრომლის რეკომენდაცია
• პროექტის ზუსტი ხედვა და ინტერესი კარგი მმართველობის, მენეჯმენტისა და კომუნიკაციის შესახებ
• საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა და ლიდერული მონაცემები
• გერმანული ენის ძალიან კარგად ცოდნა, ასევე ინგლისურის კარგად ცოდნა

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა: 2011 წლის 28 თებერვალი.

გამოგადგათ ინფორმაცია