კავკასიის უნივერსიტეტსა და სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ინიციატივით და CU-ის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, 2023 წლის 14 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები შეთანხმდნენ, დაგეგმონ და განახორციელონ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კავკასიის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, სტუდენტების პრაქტიკის/სტაჟირების გავლაში ხელშეწყობას და მათი დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი კომპეტენციების განვითარებას, ასევე, ბიუროში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას.
მემორანდუმის მიზანია, კავკასიის უნივერსიტეტსა და ბიუროს შორის დამყარდეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცისა და საჯარო სექტორის განვითარებას.