საჯარო სამსახურის რეფორმა
ირაკლი კოტეტიშვილმა მონაწილეობა მიიღო ვარშავაში გამართულ სემინარში „საჯარო სამსახურის საკანონმდებლო სისტემის გაუმჯობესება – ლიდერის როლი“
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ირაკლი კოტეტიშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლონეთის პრემიერ მინისტრის კანცელარიის საჯარო სამსახურის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სემინარზე – „საჯარო სამსახურის საკანონმდებლო სისტემის გაუმჯობესება – ლიდერის როლი“, რომელიც გაიმართა 2013 წლის 7 ივნისს, ქალაქ ვარშავაში. სემინარის ძირითად თემას წარმოადგენდა საჯარო სამსახურის საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმა და ამ რეფორმის იმპლემენტაცია; ასევე ლიდერის როლის განხილვა, როგორც კრიტიკული კომპონენტი პროფესიული საჯარო სამსახურის ფუნქციონირებაში. ირაკლი კოტეტიშვილმა სემინარის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს საჯარო სამსახურის გამოცდილება რეფორმის თვალსაზრისით.
გამოგადგათ ინფორმაცია