Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

იაპონიის ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები პოლიტიკურ მეცნიერებებში

icon 13 აგვ 2012
იაპონიის ეროვნული სასწავლო ინსტიტუტი პოლიტიკური მეცნიერებებისთვის (GRIPS) აცხადებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს 2013–2014 სასწავლო წლისთვის.

GRIPS–ის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა განკუთვნილია მაღალი ლიდერული პოტენციალის მქონე პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურებში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში, სურთ გაიღრმავონ ცოდნა პოლიტიკურ მეცნიერებებში და მომავალში განაგროძონ მოღვაწეობა საჯარო სექტორში. სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ. სრული სასწავლო სტიპენდიის მიღება შეუძლიათ მხოლოდ წარმატებული აპლიკაციის მქონე კანდიდატებს.

სამაგისტრო პროგრამები:

- საჯარო პოლიტიკის პროგრამა
- საჯარო ფინანსების პროგრამა
- მაკროეკონომიკის საჯარო პროგრამა


პროგრამების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე: http://www.grips.ac.jp/en/

გამოგადგათ ინფორმაცია