თვითმმართველობებში თანამშრომელთა შეფასების სისტემის ხელშეწყობის პროექტი დასრულდა
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის "ადგილობრივი თვითმმართველობა სამხრეთ კავკასიაში" მხარდაჭერით ორგანიზებული, ტრენინგების ციკლის წარმატებით დასრულებისთვის საქართველოს რეგიონების თვითმმართველი ორგანოებიდან მონაწილე პირებს სერთიფიკატები გადასცა.
პროექტი საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო (ლინკი ძველ ინფოზე). პროექტის მიზანს თვითმმართველობებში შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
პროექტის მიზანი იყო მუნიციპალიტეტების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების წარმომადგენლების გაძლიერება სამუშაოს შეფასების კუთხით. პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა თითო თვითმმართველი ერთეულის ადამიანურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი - სულ 10 მონაწილე (თითო რეგიონიდან თითო წარმომადგენელი).
შედეგად ყველა რეგიონს ეყოლება ამ საკითხებში კვალიფიციური HR, რომელიც გაავრცელებს თავის რეგიონში შეფასების სისტემასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და რეკომენდაციებს.