Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

ვებინარი გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების შესახებ „თანასწორობა ქალებისათვის საჯარო სამსახურში“

icon 05 ნოე 2020

 

2020 წლის 4 ნოემბერს, OECD SIGMA-ს ორგანიზებითა და საჯარო სამსახურის ბიუროს მხარდაჭერით, გაიმართა ვებინარი გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების შესახებ - „თანასწორობა ქალებისათვის საჯარო სამსახურში“.

ვებინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საჯარო სამსახურში დასაქმებულმა, გენდერისა და თანასწორობის საკითხებზე მომუშავე პირებმა.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ევროკავშირის ქვეყნების: საფრანგეთის, ესპანეთისა და შვედეთის საუკეთესო პრაქტიკას საჯარო სამსახურში თანასწორობის უზრუნველყოფისა და გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების კუთხით. მომხსენებლებმა განიხილეს აღნიშნული მიმართულებით არსებული ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიები; პირადი და პროფესიული ცხოვრების ბალანსის, სამართლიანი ანაზღაურებისა და პროფესიული განვითარების საკითხები.

მონაწილეებმა, ასევე, მოისმინეს SIGMA-ს საჯარო მმართველობაში გენდერულ საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსის, პილარ გუვენის პრეზენტაცია და განიხილეს საჯარო სამსახურში გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოპულარიზაციისაკენ მიმართული საკანონმდებლო პრაქტიკა და სიტუაციური მაგალითები. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები და დისკუსიის ფორმატში განეხილათ მათთვის აქტუალური საკითხები.

გამოგადგათ ინფორმაცია