ესტონელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში
საჯარო სამსახურის ბიურო, ესტონეთის პოლიტიკის კვლევების ცენტრის დახმარებითა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - „საჯარო მოხელეთა სწავლების ერთიანი სისტემის განვითარება საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს საჯარო მოხელეთა სწავლების საჭიროებების იდენტიფიცირების ერთიანი ფორმის შემუშავებასა და მის ელექტრონულ პროგრამაში ინტეგრაციას.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 22-23 მარტს, ესტონელი ექსპერტები პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში და საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის შესწავლისა და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, ჩაატარეს ინტერვიუები სასწავლო ცენტრების, აკადემიებისა და საჯარო უწყებების შესაბამისი ერთეულების წარმომადგენელთან. ვიზიტის შედეგად განისაზღვრა საჯარო მოხელეთა სწავლების სისტემის განვითარების კუთხით განსახორციელებელი აქტივობები.