Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის რიგით მე-8 შეხვედრა გაიმართა

icon 10 ივლ 2020

10 ივლისს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის მიმდინარე დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის მორიგი, რიგით მე-8 შეხვედრა გაიმართა დისტანციურად, რომელშიც პროექტის გუნდთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები. მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, დაგეგმილი ღონისძიებების ფორმატის შესაძლო ცვლილებებზე და პროცესებში ინოვაციური მიდგომების გამოყენებაზე, რაც უზრუნველყოფს პროექტის უწყვეტ და ეფექტიან იმპლემენტაციას, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიით შექმნილი ვითარებისა.  

საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის დაძმობილების პროექტი 2018 წელს დაიწყო და იგი ევროკავშირის მიერ ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ პროექტით დასახული მიზნების სრულად მიღწევის უზრუნველსაყოფად, მხარეებმა მიიღეს დაძმობილების პროექტის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება.

პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

გამოგადგათ ინფორმაცია