Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის რიგით მე-7 შეხვედრა გაიმართა

icon 15 მაი 2020

15 მაისს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის მიმდინარე დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის მორიგი, რიგით მე-7 შეხვედრა ჩატარდა დისტანციურად, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები და აქტივობები, რომელთა განხორციელებაც აქტიურად და უწყვეტად მიმდინარეობს, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიით შექმნილი ვითარებისა. მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე, ახალი რეალობის პირობებში პროექტით დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.

საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის დაძმობილების პროექტი 2018 წელს დაიწყო და იგი ევროკავშირის მიერ ფინანსდება.

პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელები სხელშეწყობის მიზნით.

გამოგადგათ ინფორმაცია

მსგავსი გვერდები