Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

დაძმობილების პროექტის დასკვნითი ღონისძიება

icon 26 ნოე 2020

19 ნოემბერს საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის მიმდინარე საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა დისტანციურ რეჟიმში. მმართველი კომიტეტის გაფართოებული სხდომის ფორმატში, პროექტის გუნდმა ევროკავშირის დელეგაციის, დიპლომატიური კორპუსის, ასევე, საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის, დონორი ორგანიზაციებისა  და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს გააცნეს პროექტის შედეგები.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით მონაწილეებს მიმართეს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ, ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის ვიცე კანცლერმა ალმინას მაჩიულისმა, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ,  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში ლევან ღვაჩლიანმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა კოლომბ დე მერსიმ.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სპეციალურად მომზადებული ვიდეოს ჩვენება, რომელიც მოკლედ აჯამებს პროექტით დასახული მიზნების შესაბამისად მიღწეულ ხელშესახებ შედეგებს და საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის დაძმობილების პროექტი 2018 წელს დაიწყო და 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში მერიტოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული და პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი საჯარო სამსახურის შექმნის მხარდაჭერას საჯარო მმართველობის ევროპული პრინციპების შესაბამისად.

გამოგადგათ ინფორმაცია