Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

გრძელდება ტრენინგები საჯარო სამსახურში ლიდერობისა და მართვის საკითხებზე

icon 09 მარ 2020

საჯარო სამსახურის ბიურო აგრძელებს ტრენინგების ციკლს საჯარო სამსახურში ლიდერობისა და მართვის საკითხებზე. მორიგი ტრენინგები, რომლებიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა კარგი ლიდერობა და მართვა, ორგანიზაციის მუშაობის შეფასება, პროცესების ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, ხედვისა და მისია/მიზნების არსი და სტუქტურული მოწყობის ძირითადი პრინციპები, 4-6 მარტს გაიმართა.

ინტერაქტიული მეთოდების, ჯგუფური მუშაობისა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით, მონაწილეები გაეცნენ სამუშაოს ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს, დაწესებულებაში გამოწვევების გამოვლენასა და მათი დაძლევის გზებს.

სამინისტროებში დასაქმებულ პირველ და მეორე რანგის პროფესიული საჯარო მოხელეებს ტრენინგებს გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb academie) მიერ გადამზადებული ტრენერები უტარებენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მიმართულებით ტრენინგები 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართა და ის გაგრძელდება 2020 წლის ივლისის ჩათვლით.

ტრენინგები მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის მიერ მიმდინარე პროექტის - “საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია

მსგავსი გვერდები