Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

გლობალური კორუფციის ბარომეტრი 2010

icon 10 დეკ 2010

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის ოფისმა 2010 წლის „გლობალური კორუფციის ბარომეტრის“ შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყნის მოსაზრებებზე დაყრდნობით შეიქმნა. აღნიშნული გამოკითხვა საქართველოშიც ჩაატარდა.

„გლობალური კორუფციის ბარომეტრის“ მიხედვით თბილისის მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა „ეფექტური“ ან „ძალიან ეფექტურია“ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. გამოკითხვაში მონაწილე სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც აღნიშნულ სფეროში მთავრობის ძალისხმევა „ეფექტურად“ ან „ძალიან ეფექტურად“ შეაფასეს, ყველაზე მაღალია.

საქართველო გამოკითხულ ქვეყნებს შორის ლიდერობს კითხვით კორუფციის დონის შესახებ, და ქართველ რესპონდენტთა 78% ბოლო სამი წლის განმავლობაში კორუფციის დონის „შემცირებაზე“ ან „ძალიან შესამჩნევ შემცირებაზე“ საუბრობს. თბილისში გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ კორუფცია „(ძალიან) გაიზარდა“ ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს კი ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით.

გამოგადგათ ინფორმაცია