ადამიანური რესურსების მართვა
განახლდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდი www.hr.gov.ge
2016 წლის 12 ივლისს განახლდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდი www.hr.gov.ge .
ვებ-გვერდის ახალ ვერსიაში განხორციელდა ცვლილებები, როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი და ვიზუალური თვალსაზრისით, განახლდა არსებული ფუნქციონალები.
გარდა ამისა, სისტემას ორგანიზაციის მხარეს დაემატა კონკურსის შედეგების მართვის ფუნქციონალი, რომლის საშუალებითაც ორგანიზაციები, რომლებიც კონკურსის შედეგებს აწვდიდნენ ბიუროს, წერილობითი სახით, ამ მონაცემებს უკვე www.hr.gov.ge-ზე განათავსებენ. ამასთან, განახლებულ სისტემაში ორგანიზაციას თავად აქვს შესაძლებლობა შეცვალოს მომხმარებლის პაროლი და სურვილის შემთხვევაში საკუთარი ანგარიშიდან მომხმარებელთა მართვის ველში დაამატოს სხვადასხვა თანამშრომლისათვის ახალი მომხმარებელი.
გამოგადგათ ინფორმაცია