Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

გამოცდილების გაზიარება საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში

icon 06 ნოე 2020

საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით მიმდინარე საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში, 3-5 ნოემბერს გაიმართა შეხვედრები საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საჯარო სამსახურის ბიუროსა და ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა. აღნიშნული შეხვედრები სასწავლო ვიზიტის ფორმატით იყო გათვალისწინებული და პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იგი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

ლიეტუველმა ექსპერტებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ქართველ კოლეგებს საჯარო დაწესებულებების ფუნქციური ანალიზის, ეფექტიანი კომუნიკაციის და პროფესიული განვითარების საკითხებზე. შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხილათ და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება, გამოწვევები და შესაძლებლობები საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის, საჯარო სექტორში ფუნქციური ანალიზის მეთოდოლოგიის და პრაქტიკის დახვეწის, ასევე, საჯარო სამსახურში კომუნიკაციის ახალი მიდგომების ათვისების კუთხით.

საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი 2018 წელს დაიწყო და იგი ევროკავშირის მიერ ფინანსდება. პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

 

გამოგადგათ ინფორმაცია