Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

გაიმართა სემინარი თემაზე - საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის განხილვა

icon 27 მარ 2014

საჯარო სამსახურის ბიუროსა და SIGMA-ს (ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი პროექტი) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 25 მარტს, გაიმართა საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის განხილვა, რომელიც მომზადდა საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სასწავლებლების წარმომადგენლებთან, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, USAID-ის პროგრამის – "დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" – მხარდაჭერით.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოსა და კონსორციუმის წევრებმა. სემინარს უძღვებოდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი ქალბატონი მაია ცქიტიშვილი.

ევროპის გამოცდილებასა და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით (მონტენეგროსა და ალბანეთის მაგალითზე), საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის ძირითადი მიმართულებების შესახებ მოხსენება გერმანიის ფედერალური კანცელარიის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ჰანს აჰიმ როლმა გააკეთა. კერძოდ, მან წარმოადგინა კომენტარები კონცეფციასთან დაკავშირებით და ისაუბრა შესაბამისი კანონმდებლობის მომზადების საკითხზე.

ასევე, ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა მდივანმა, ბატონმა მარგუს სარაპუმ, შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება ესტონეთის საჯარო სამსახურის კანონის შემუშავებისა და იმ გზის შესახებ, რომელიც ქვეყანამ საჯარო სამსახურის რეფორმის კუთხით განვლო.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ, წარმოადგინა პრეზენტაცია საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც USAID-ის დახმარებით შეიქმნა.

სემინარის ფარგლებში ძირითადი აქცენტები გაკეთდა საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელების კონკრეტულ ეტაპებზე. კერძოდ, საჯარო სამსახურის მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის შემუშავებასა და საქართველოში შესაბამისი სისტემის მოწესრიგებაზე.

ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს გენერალური მდივნის მარგუს სარაპუუს პრეზენტაცია

გერმანიის ფედერალური კანცელარიის ყოფილი გენერალური დირექტორის დოქტორ ჰანს–აჰიმ როლის პრეზენტაცია

გამოგადგათ ინფორმაცია