გაიმართა „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის განხილვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან
2015 წლის 17 ივნისს საჯარო სამსახურის ბიურომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი წარუდგინა. კანონპროექტი ახლებურად არეგულირებს საჯარო სამსახურის ფარგლებს, აკონკრეტებს საჯარო მოსამსახურეთა ცნებებს და კატეგორიებს, პრინციპებს საჯარო სამსახურში მიღების, დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასების სისტემების შექმნისათვის. იგი ქმნის მყარ სამართლებლივ საფუძველს და განსაზღვრავს დისციპლინური წარმოების სამართლიან მექანიზმს.
რიგით მეორე საჯარო განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები.
ღონისძიება გაიმართა ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით.