Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

გაიმართა ელექტრონული ჩართულობისა და ელექტრონული პეტიციების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

icon 08 მაი 2014

მიმდინარე წლის 8 მაისს, ევროკავშირისა და საქართველოს ელექტრონული მმართველობის მექანიზმის პროექტის ფარგლებში, გაიმართა „ელექტრონული ჩართულობისა და ელექტრონული პეტიციების შესახებ სახელმძღვანელოს“ პრეზენტაცია.

დამსწრე საზოდაგოებას სახელმძღვანელო ევროკავშირის კონტრაქტორი ორგანიზაციის „დიადიკასია ბიზნეს კონსულტანტების“ ექსპერტმა კოსტას დრაკასმა გააცნო. ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი გვენეტაძე.

საქართველოს მთავრობამ ელექტრონული მმართველობა საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, ელ. ჩართულობისა და ელ. მონაწილეობის სისტემის შექმნასა და განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ვინაიდან სწორედ საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომობა და მაღალი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე წარმოადგენს ძლიერი საჯარო სექტორის აუცილებელ წინაპირობას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საგანმანათლებლო დაწესებულების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ელ. ჩართულობისა და ელ. მონაწილეობის შესახებ არსებული თანამედროვე შეხედულებები და ქართულ თუ საერთაშორისო სინამდვილეში ამ შეხედულებების პრაქტიკაში დანერგვის წარმატებული მაგალითები. სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია სასარგებლო იქნება, როგორც საჯარო მოხელეების, ასევე, მოქალაქეებისთვის, არა მხოლოდ საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლების, არამედ წარმოდგენილი რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვის კუთხით.

გამოგადგათ ინფორმაცია