გაიმართა დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა
2015 წლის 26 ოქტომბერს, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და USAID-ის პროექტ "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის" (GGI) მხარდაჭერით გაიმართა დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში დონორთა ჩართულობის უზრუნველყოფა და საერთაშორისო პარტნიორებისათვის საჯარო სამსახურის ბიუროს წინაშე მდგარი გამოწვევების გაცნობა.
შეხვედრის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, ასევე ისაუბრა 2016 წლის განმავლობაში ამ კუთხით დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
შეხვედრაზე დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.