ადამიანური რესურსების მართვა
გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის ფორუმი
2015 წლის 8 აპრილს, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით, ჩატარდა ადამიანური რესურსების მართვის ფორუმის მეორე შეხვედრა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამუშაო აღწერილობების ერთიანი სტანდარტის დადგენის საკითხი.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ სამინისტროების, საჯარო სამსახურის იურიდიული პირების, სასამართლოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფორუმი მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის ხელშეწყობასა და საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის სფეროს განვითარებას ადამიანური რესურსების მართვის წარმომადგენლებთან სისტემატური შეხვედრების, დისკუსიების და გამოცდილების გაზიარების გზით.
გამოგადგათ ინფორმაცია