Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ინსტიტუციური მოწყობა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციური ანალიზისა და ორგანიზაციული მოწყობის სახელმძღვანელო პრინციპების პრეზენტაცია

icon 19 ივნ 2017

2017 წლის 15 ივნისს, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციური ანალიზისა და საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციული მოწყობის სახელმძღვანელო პრინციპების პრეზენტაცია.

 

ღონისძიების ფარგლებში მოხდა პროექტის "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციური ანალიზი საქართველოში" შეჯამება, რომელიც საკონსულტაციო კომპანია "სინერჯი ჯგუფის" ჩართულობით განხორციელდა.

 

კონფერენციაზე მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა წარმოადგინა პრეზენტაცია დეცენტრალიზაციის პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ორგანიზაციული მოწყობის კუთხით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალური საჯარო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ACD) მხარდაჭერით განხორციელდა.

ფაილები
საჯარო დაწესებულებების ფუნქციური ანალიზის განხორციელების მეთოდოლოგია
საჯარო დაწესებულებების ფუნქციური ანალიზის განხორციელების მეთოდოლოგია
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ორგანიზაციული მოწყობის სახელმძღვანელო პრინციპები
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ორგანიზაციული მოწყობის სახელმძღვანელო პრინციპები
გამოგადგათ ინფორმაცია