ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა პირველი შეხვედრა თემაზე ,,შესრულებული სამუშაოს შეფასება“
საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით საჯარო სამსახურის ბიურომ 2 ნოემბერს უმასპინძლა ფორუმს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისთვის.
ფორუმის თემა იყო ,,შესრულებული სამუშაოს შეფასება“, რომელსაც უძღვებოდა ფსიქოლოგი ანა სიჭინავა.
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, შესავალ სიტყვაში ხაზი გაუსვა მსგავსი, ფართომაშტაბიანი, ფორუმების ჩატარების მნიშვნელობას საჯარო მოხელეებისთვის, რომლის საშუალებითაც მათ მიეწოდებათ სიახლეები საჯარო სამსახურის რეფორმის საკითხებზე და შეძლებენ ერთმანეთისთვის ცოდნის/გამოცდილების გაზიარებას. თავის გამოსვლაში მან მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის.
მომხსენებელმა ფორუმზე ისაუბრა შეფასებასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, ტენდენციებზე და დამსწრე მოხელეებს გააცნო როგორც კერძო დაწესებულებების გამოცდილება, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკაც.
მოხელეთა ფორუმი შეიქნა საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიურომ უკვე უმასპინძლა 21 ფორუმს.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ოთხი ფორუმი მიმდინარეობს GIZ-ის პროგრამის ,,კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით.