Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის განახლებული მოდულების პრეზენტაცია

icon 16 ოქტ 2020

2020 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS) განახლებული მოდულების პრეზენტაცია. პროექტი მიზნად ისახავდა ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარებას, შეფასების, პროფესიული განვითარების, ანალიტიკური მოდულების განახლებას და ადამაინური რესურსების მართვის სხვა ავტომატიზებულ პროგრამებთან ინტეგრაციას.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, ჯონი შურღულაიამ, გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიგი ბრეგაძემ და საქართველოში კარგი მმართველობის ფონდის ხელმძღვანელმა, ელენ ვიხმანმა.

მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამის განვითარების აუცილებლობას და ისაუბრეს განახლებული მოდულების მნიშვნელობაზე. ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ მადლობა გადაუხადა სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს თანამშრომლობისთვის და ტექნიკურ გუნდს  გაწეული შრომისთვის, ასევე, აღნიშნა UNDP-ს უდიდესი წვლილი საჯარო სამსახურის განვითარების კუთხით და გამოხატა მადლიერება თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ტექნიკური გუნდის წევრები და პროექტში ჩართული პირები.

პროექტი განხორციელდა, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ,  საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია