Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

HR ფორუმი - მოხელეთა ძირითადი კომპეტენციების და ადამიანური რესურსების მართვის პოზიციების სამუშაოს აღწერილობების ჰარმონიზაციის საკითხებზე

icon 06 ოქტ 2021

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს გაიმართა მორიგი HR ფორუმი, რომელიც დაეთმო მოხელეთა ძირითადი კომპეტენციებისა და ადამიანური რესურსების მართვის პოზიციების სამუშაოს აღწერილობის საკითხებს.

მოხელეთა საბაზისო კომპეტენციების მოდელი შემუშავდა და ადამიანური რესურსების მართვის პოზიციის სამუშაოს აღწერილობები განახლდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და ევროკავშირის  ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში.

HR ფორუმს ესწრებოდნენ ცენტრალური საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ და ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“  ხელმძღვანელმა, ტიბორ დრაშკოვიჩმა.

ფორუმზე განხილული იყო კომპეტენციების მოდელის შემუშავებისა და სამუშაოს აღწერილობების ჰარმონიზაციის პროცესის მეთოდოლოგია და გამოვლენილი ტენდენციები. პროექტში ჩართული საპილოტე სამინისტროების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირებმა კოლეგებს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება მათი დაწესებულების ფარგლებში პროექტის შედეგებთან და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტს საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერისა და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების გაძლიერებისთვის.

 

გამოგადგათ ინფორმაცია