HR ფორუმი
სსიპ - საჯარო სამსხურის ბიუროს ინიციატივითა და NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 21 თებერვალს გაიმართა მორიგი HR ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ფორუმის განმავლობაში, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების თემასთან დაკავშირებული საკითხებს, კერძოდ, ფორუმის მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია პროფესიული განვითარების საჭიროებების პროგრამაში ასახვასთან და საჭიროებების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამას (PDP) მხარდაჭერისათვის.